მოსკოვში „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმასთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა 11 ადამიანი დააკავეს, მათ შორის, სავარაუდოდ, ოთხი ტერორისტია.
მედიის ცნობით, პოლიციამ ბრიანსკის ოლქში ცეცხლი გაუხსნა სავარაუდო ეჭვმიტანილთა ავტომობილს, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი დაშავებულია და საავადმყოფოში ოპერაცია უტარდება.
ასევე მედია იუწყება, რომ ოთხი ეჭვმიტანილის ვინაობა ცნობილია, ისინი 21-და 51 წლამდე ასაკის, სავარაუდოდ, ტაჯიკეთის მოქალაქეები არიან.