ყველა უნდა მოიძებნოს და უმოწყალოდ განადგურდეს - „კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმას ტელეგრამში რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი ესხმიანება.
„ტერორისტებს მხოლოდ საპასუხო ტერორის ესმით. არავითარი სასამართლო და გამოძიება არ დაგვეხმარება, თუკი ძალას არ დავუპირისპირებთ ძალას, სიკვდილს კი – ტერორისტების ტოტალურ დასჯასა და მათი ოჯახების წინააღმდეგ რეპრესიებს. მსოფლიო გამოცდილებაა. თუკი დადგინდება, რომ ისინი კიევის რეჟიმის ტერორისტები არიან, მათთან და მათ იდეურ შთამაგონებლებთან სხვაგვარად მოქცევა შეუძლებელია. ყველა უნდა მოიძებნოს და უმოწყალოდ განადგურდეს როგორც ტერორისტები, იმ სახელმწიფო ოფიციალური პირების ჩათვლით, რომელთაც ეს ბოროტება ჩაიდინეს. „სიკვდილი სიკვდილისთვის“, – წერს მედვედევი.