ჩვენ ომის მდგომარეობაში ვართ, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა გამოცემა „არგუმენტი ი ფაქტის“ განუცხადა.
მისი თქმით, უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ რუსეთისთვის „ომი გახდა“.
„ჩვენ ომის მდგომარეობაში ვართ. დიახ, ეს იწყებოდა როგორც სპეციალური სამხედრო ოპერაცია, მაგრამ როგორც კი იქ ჩამოყალიბდა ეს კომპანია, როცა კოლექტიური დასავლეთი მონაწილე გახდა უკრაინის მხარეს, ჩვენთვის ეს უკვე ომი გახდა. ამაში დარწმუნებული ვარ. ეს თითოეულს უნდა ესმოდეს თავისი შიდა მობილიზაციისთვის“, - განაცხადა პესკოვმა.
პესკოვის თქმით, რომ რუსეთის „ახალი სუბიექტები“ {გულისხმობს უკრაინის დონეცკის, ლუჰანსკის, ხერსონის და ზაპროჟიეს ოლქებს} ,ამჟამად „დე ფაქტოდ ოკუპირებულია კიევის რეჟიმის მიერ“ და რუსეთისთვის მთავარია იქ მცხოვრები ხალხის „უსაფრთხოება" და ამ „სუბიექტების ტერიტორიის გათავისუფლება“.
„რუსეთი არ დაუშვებს თავის საზღვრებთან სახელმწიფოს არსებობას, რომელსაც აქვს დოკუმენტირებული განზრახვა, გამოიყენოს ყველა მეთოდი ყირიმის წასაღებად, რომ აღარაფერი ვთქვათ ახალი რეგიონების ტერიტორიებზე“, - თქვა მან.