უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის წინააღმდეგ მასშტაბური იერიშის შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა,დაახლოებით 16 დაშავდა, 3 კი დაკარგულად არის მიჩნეული.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ოკუპანტები უტევდნენ ინფრასტრუქტურის ობიექტებს, დანგრეულია საცხოვრებელი სახლები, რუსების ცეცხლის ქვეშ მოექცა ზაპოროჟიეს, ხმელნიცკის, ოდესის, დნიპროპეტროვსკის, პოლტავის, მიკოლაევის, ვინიცის, ლვოვის, და ივანო-ფრანკოვოს ოლქები.
ადგილებზე მაშველები მუშაობენ.
ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ივან ფიოდოროვის ინფორმაციით, დანგრეულია საცხოვრებელი სახლები, მათ სორის 4 სრულად არის განადგურებული, 40-ზე მეტი კი დაზანებულია.
გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინის ენერგოსისტემაზე ყველაზე მასშტაბური შეტევა განახორციელა.
„უკრენეგროს“ გამგეობის თავმჯდომარის, ვლადიმერ კუდრიცკის განცხადებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით რუსეთის არმიის სამიზნე სხვადასხვა ენერგეტიკული ობიექტი გახდა, მათ შორის ერთ-ერთი უდიდესი კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი – „დნეპროჰესი“.
რუსეთმა „შაჰედის“ 63 მოიერიშე უპილოტო აპარატი, 12 ბალისტიკური რაკეტა, 45 ფრთოსანი რაკეტა, შვიდი აერობალისტიკური რაკეტა, ორი მართვადი საავიაციო რაკეტა და 22 საზენიტო მართვადი რაკეტა „ეს-300“ და „ეს-400“ სისტემებიდან.
უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ 55 „შჰედი“ და 37 ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდო.