საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალურ შეხვედრაში ლუქსემბურგი 2:0 დაამარცხა. ორივე გოლი ბუდუ ზივზივაძემ გაიტანა.
მეორე ნახევარფინალში საბერძნეთი ყაზახეთს დაუპირისპირდება. „ჯვაროსნები“ ამ წყვილის გამარჯვებულს ევრო 2024-ის ფინალური ეტაპის საგზურისთვის თბილისში, 26 მარტს შეხვდებიან.
ფოტო: ეროვნული ნაკრები