UFC-ის პირველმა ქართველი ჩემპიონმა, ილია თოფურიამ ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ნახევარფინალის დროს, საქართველოსა და ლუქსემბურგის უმნიშვნელოვანესი მატჩის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე „დინამო არენაზე“, გულშემატკივრებს საჩემპიონო ქამარი წარუდგინა.
პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა UFC-ის ქართველი ჩემპიონი, ილია თოფურია დღეს ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
26 თებერვალს, ქართველმა მებრძოლმა, რომელიც ესპანეთის სახელითაც ასაპარეზობს, მადრიდის „რეალის“ არენაზე, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ UFC-ის ქამარი ფეხბურთისა და შერეული ორთაბრძოლების უამრავი გულშემატკივრის წინაშეც წარადგინა.