დღეს, 30 დეკემბერს, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი მირზა (პაპუნა) დავითაია 2010 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშს წარმოადგენს.
ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, სახელმწიფო მინისტრი ჟურნალისტებთან ისაუბრებს 2010 წლის განმავლობაში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ განხორციელებულ პროგრამებზე, პროექტებსა და ინიციატივებზე, აგრეთვე, 2011 წელს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ დასახულ მიზნებსა და სამოქმედო გეგმებზე.
მირზა (პაპუნა) დავითაია ჟურნალისტებს სახელმწიფო კანცელარიაში დღეს, 12:00 საათზე შეხვდება.