ახალ წელს შესაძლოა თბილისში მოთოვოს.
როგორც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში აცხადებენ, 31 დეკემბერს ტემპერატურა დაიკლებს და საქართველოს უმეტეს რაიონში იწვიმებს, ხოლო მთიან რაიონებში მოთოვს.
მათივე ინფორმაციით, ტემპერატურის კლება 1-ელ იანვარსაც შენარჩუნდება და წვიმა თოვლში გადაიზრდება, 2 იანვარს კი ნალექები შეწყდება.
მეტეოროლოგების ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიაზე 5 იანვრიდან ისევ მზიანი ამინდი გამოვა.