ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე გაჩენილ ხანძარს წუხელ 14 სახანძრო ბრიგადა აქრობდა.
როგორც თბილისის საგანგებო სიტუაციების საქალაქო სამსახურის უფროსმა თემურ გიორგაძემ განაცხადა, ცეცხლი იტალიური ტიპის საცხოვრებელში მესამე სართულს გაუჩნდა, რის მიზეზიც სავარაუდოდ ოჯახური კონფლიქტი გახდა.
არსებული ინფორმაციით, სახლს ცეცხლი მეუღლესთან ჩხუბის შემდეგ მისსავე ცოლმა წაუკიდა. ორივე მათგანი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება 15 წუთში შესძლეს. ხანძარი სხვა სახლებზე არ გადასულა. ხანძრის შედეგად 100 კვ.მ. ფართობი დაიწვა.