დღეს, 30 დეკემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ღონისძიება გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მათი განცხადებით, მინისტრი დიმიტრი შაშკინი სამინისტროს მიერ გამოვლენილ 2010 წლის საუკეთესო მოსწავლეს, მასწავლებლებს, დირექტორს, მანდატურებს, კერძო და საჯარო სკოლას და ასევე, საუკეთესო რესურსცენტრის ხელმძღვანელს დააჯილდოებს.