დღეს, 30 დეკემბერს, 15:00 საათზე, საქართველოს უნივერსიტეტში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე 2010 წლის შემაჯამებელ აკადემიურ და პროფესიულ სამიტს გახსნის. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მათი განცხადებით, საქართველოს უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ სამიტს ზოგადი, პროფესიული და აკადემიური საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაეწრებიან.