დღეს, 30 დეკემბერს, საქართველოს პროფკავშირების ხელმძღვანელობა საზოგადოებას ანგარიშს ჩააბარებს. პროფკავშირების თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილი ორგანიზაციის მიერ 2010 წელს გაწეული სამუშაოს ანგარიშს გაერთიანების ოფისში წარადგენს და 2011 წლის გეგმების შესახებ ისაუბრებს.
"ამგვარი პრეზენტაცია ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს. ყოველთვის ვაყენებთ საზოგადოებას საქმის კურსში ჩვენს მიერ გადადგმული ყველა მნიშვნელოვანი ნაბიჯის შესახებ. თუმცა ვფიქრობთ, წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის ერთიანი ანგარში ბევრ საინტერესო დეტალს გამოკვეთს", - აცხადებს პეტრიაშვილი.