თბილისში ჭავჭავაძის პირველ ჩიხს დღეიდან დიდი ქართველი ქორეოგრაფის, ნინო რამიშვილის სახელი ეწოდა.
აღნიშნული ცვლილება თბილისის მერიისა და საკრებულოს ინიციატივით განხორციელდა.
ვაკეში ნინო რამიშვილის აბრაც გაიხსნა. ქუჩის გახსნას ნინო რამიშვილის შთამომავლები დაესწრნენ. ქართველი მოცეკვავის სახელობის ქუჩის გახსნაზე სუხიშვილების ანსამბლის სოლისტებმა რამდენიმე ცეკვა შეასრულეს.
"ნინო სუხიშვილთან არის დაკავშირებული ჩვენი ეროვნული ცეკვის პოპულარიზაცია, დახვეწა და შექმნა. ის რაც არსებობდა ცალკე ფოლკლორის სახით, სწორედ ნინო რამიშვილმა მოუყარა მას თავი იმ სახით, რა სახითაც დღეს მსოფლიოშია ცნობილი. ამიტომ, მისი ღვაწლი არის ფასდაუდებელი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მისი სახელობის ქუჩა ყოფილიყო საქართველოში", _ განაცხადა გიგი უგულავამ.