რუსეთის პრეზიდენტმა ვლდიმირ პუტინმა არჩევნების დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე ალექსეი ნავალნიზე ისაუბრა.
მისი თქმით, კოლეგების მხრიდან იყო შეთავაზება ნავალნის რუს პატიმარში გაცვლის შესახებ, რისი მომხრეც იყო.
პუტინმა ოპოზიციის ლიდერის გარდაცვალებას "სამწუხარო მოვლენა" უწოდა და დაადასტურა, რომ განიხილავდა ნავალნის გაცვლას იმ პირობით, თუ იგი რუსეთში აღარ დაბრუნდებოდა. რუსეთის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, თუ ვის სანაცვლოდ გაუშვებდა ნავალნის, თუმცა განაცხადა, რომ გაცვლა მოხდებოდა იმ ადამიანებში, რომლებიც დასავლეთის ქვეყნებში გისოსებს მიღმა იმყოფებიან.
"ადამიანს, რომელიც ამაზე მელაპარაკებოდა, ჯერ ფრაზაც არ ჰქონდა დასრულებული, თანახმა ვარ, მეთქი, ვუთხარი. მაგრამ, სამწუხაროდ, მოხდა ის, რაც მოხდა", - განაცხადა პუტინმა და დასძინა, რომ თავისუფლების აღკვეთის ადგილებში პატიმრების გარდაცვალება აშშ-შიც ხდება.