საქართველოს მორაგბეთა ნაკრები პარიზში, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიის ნაკრებს შეხვდა, 36:10 დაამარცხა და ზედიზედ მეშვიდედ (ისტორიაში კი მე-16-ედ) ტურნირის გამარჯვებული გახდა.
ბორჯღალოსნები ჩემპიონები ზედიზედ მეშვიდედ, ჯამში კი მე-16-ედ გახდნენ
შეხვედრის პირველი ნახევარი ქართველებმა ანგარიშით 12-3, ზუსტად შესრულებელი ჯარიმებით მოიგეს. მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრების უპირატესობა გაიზარდა. თითო ლელო დადეს ვანო კარკაძემ და მიხეილ ალანიამ, აკაკი ტაბუცაძემ კი დუბლი შეასრულა. ლუკა მატკავამ საქართველოს ნაკრების უპირატესობა ზუსტად შესრულებული გარდასახვებით კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახადა. მეტოქემ ერთადერთი ლელოს დადება მხოლოდ შეხვედრის ბოლო წუთებზე მოახერხა.