უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის იმიტირებულ საპრეზიდენტო არჩევნებს არ აქვს ლეგიტიმაცია და დიქტატორმა ვლადიმირ პუტინმა უნდა დაასრულოს ჰააგის სასამართლოში ბრაკდებულის სკამზე.
ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.
„მსოფლიოში ყველამ გააცნობიერა, რომ ეს ფიგურა, როგორც ეს ხშირად ხდებოდა ისტორიაში, უბრალოდ დაავადებულია ძალაუფლებით და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მთელი ცხოვრება მართოს. არ არსებობს ბოროტება, რომელსაც ის პიროვნული ძალაუფლების გასახანგრძლივებლად არ ჩაიდენს. ამისგან დაზღვეული მსოფლიოში არავინაა.
მადლობა თითოეულ სახელმწიფოს, თითოეულ ლიდერს, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, რომლებიც ყველა საგანს თავის სახელს არქმევს.
ყველაფერი, რასაც რუსეთი აკეთებს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, დანაშაულია. ყველაფრისთვის, რაც რუსმა მკვლელებმა გააკეთეს ამ ომში პუტინის უწყვეტი ძალაუფლებისთვის, უნდა იყოს სამართლიანი შურისძიება.
მასყველაზე მეტად მხოლოდ ერთი რამის ეშინია - სამართლიანობის. არჩევნების ამ იმიტაციას არავითარი ლეგიტიმაცია არ აქვს და არც ექნება. ამ ფიგურა უნდა დაასრულოს ჰააგაში ბრალდებულის სკამზე," - განაცხადა პუტინმა.