დღეს, 30 დეკემბერს, 15:00 საათზე, მთავრობის კანცელარიაში გამართულ სპეციალური პრესკონფერენციაზე აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობას პრემიერ-მინისტრი ნიკოლოზ გილაური შეაჯამებს.
ქვეყნის მთავრობის ხელმძღვანელი სამინისტროების მიერ წლის განმავლობაში განხორციელებულ სამუშაოს შეაფასებს და 2011 წლის პრიორიტეტებს დაასახელებს.
შეგახსენებთ, რომ მთავრობამ წლის შედეგების შეჯამება უკვე დაიწყო. რამდენიმე უწყების ხელმძღვანელმა საზოგადოებას ანგარიში უკვე ჩააბარა.