საფრანგეთმა, შესაძლოა სამხედრო ოპერაცია ჩაატაროს უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ, თუ გარემოებები ამას მოითხოვს. ამის შესახებ განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.
„ალბათ რაღაც მომენტში, იმის მიუხედავად, რომ მე არ მინდა ეს, მე არ მინდა ვიყო ინიციატორი, ადგილზე ოპერაციების ჩატარება, როგორიც არ უნდა იყოს ის, საჭირო იქნება რუსეთის ძალებთან დასაპირისპირებლად. საფრანგეთის სიძლიერე იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება“, - თქვა მაკრონმა La Parisien-თან ინტერვიუში.
მისი თქმით, პარიზი უნდა მოემზადოს „ნებისმიერი სცენარისთვის“ და ამას ქვეყნის გენერალური შტაბი აკეთებს. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბევრი ევროპული ქვეყანა მხარს უჭერს ფრანგულ ხაზს და ისინი არ არიან პატარა ქვეყნები.
მანამდე მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთს არ აქვს შეზღუდვები უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავსირებით ევროპაში მდგრადი მშვიდობის დაბრუნების მიზნით. „ამ მიზნის მისაღწევად, ჩვენ არ მივყვებით ესკალაციის გზას, რადგან არ გვჭირდება მორიგი ომი, მაგრამ მზად ვართ ვთქვათ, რომ არ გვაქვს ლიმიტი და ჩვენ ვიმოქმედებთ იმის მიხედვით, თუ როგორ მოიქცევა რუსეთი“, - თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა.