ხვალ, 30 დეკემბერს, 11:00 საათზე, "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერები მცხეთას ეწვევიან.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მოძრაობის პრესსამსახურიდან აცნობეს, პარტიის თავმჯდომარე გიორგი თარგამაძე და სხვა ლიდერები სოციალურად დაუცველ ერთ-ერთი მცხოვრების ოჯახს ესტუმრებიან.
თარგამაძე მასპინძლებს უმწეოთა კატეგორიის ოჯახებისთვის "ქრისტიან-დემოკრატების" ინიციატივას გააცნობს.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ინიციატივა სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ოთხი და მეტი შვილის ყოლის შემთხვევაში "მრავალშვილიანის" სტატუსის ოფიციალურად მინიჭებას და ასეთ შემთხვევაში, მათთვის განათლების, ჯანდაცვისა და ბინათმოწყობის საკითხებში შესაბამის შეღავათების ავტომატურად ამოქმედებას ითვალისწინებს.