გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში გმობს რუსეთის მიერ საპრეზიდენტო არჩევნების გამართვას უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამის შესახებ გუტერეშის წარმომადგენელმა სტეფან დიუჟარიკმა განაცხადა.
გენერალური მდივანი აცხადებს, რომ უკრაინის რეგიონების უკანონო ანექსიის მცდელობა საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით შეუსაბამოა.
„გაერო მტკიცედ რჩება უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, გენერალური ასამბლეის შესაბამისი რეზოლუციების შესაბამისად“, - განაცხადა გაერო-ს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა.