"ქართულ გენს შეუძლია, როგორც უნიკალური ნაწარმოების შექმნა, ასევე უნიკალური საქმეების კეთება", _ ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, მცხეთისა და თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია მეორემ ქუთაისში, ბალანჩივაძეების სახელობის " Music Hall "-ში აღნიშნა, სადაც პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიერ რუსთაველის სახელობის პრემიისა და ოქროს მედლით დააჯილდოვა.
"პირველ ყოვლისა, მადლობა მინდა გითხრათ ასეთი შეფასებისთვის. ყოველ ჩვენგანში არის ქართული გენი. მის გამოვლენას შეუძლია გააკეთოს უნიკალური ნაწარმოები და საქმეები. როცა აშენდა წმინდა სამების ტაძარი, ვთქვი, რომ ქართველმა ხალხმა ააშენა თავისი ავტოპორტრეტი", - აღნიშნა საქართველოს პატრიარქმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქვეყნის პატრიარქი ილია მეორე ილია ჭავჭავაძეს შეადარა და მას "მეორე ილია" უწოდა, რომელიც "ქართული იდენტობის გადასარჩენად ქვეყანას 70-იან წლებში მოევლინა".