გამოცემა Bloomberg-ის ცნობით, დიდი ბრიტანეთის ზოგიერთი მთავრობის ზოგიერთი წევრი განიხილავს საკითხს საპარლამენტო არჩევნებამდე პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკის შეცვლის შესახებ.
წყაროს ცნობით, ბოლო დღეებში, მინისტრები აწარმოებდნენ დახურულ დისკუსიებს, რა დროსაც განიხლავდნენ შესაძლებელი იქნებოდა თუ არა, რომ მმართველი კონსერვატიული პარტია იძულებული გამხდარყო არჩევნების წინ სუნაკი შეეცვალა.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, დისკუსიების კატალიზატორი გახდა პოლიტიკური სკანდალების სერია, რომელიც ხაზს უსვამდა სუნაკის სავარაუდო უუნარობას, მიეღო სწრაფი გადაწყვეტილებები, მათ შორის საუბარია დაპირებული გადასახადების შემცირებასა და სავარაუდოდ, პარტიის ერთ-ერთი უმსხვილესი დონორის მიერ გააკეთებულ რასისტულ გამონათქვამებთან დაკავშირებულ სკანდალზე.
წყაროები მიუთითებენ, რომ მოლაპარაკებებში მონაწილე მინისტრები რჩებიან სუნაკის მომხრეებად და არ სურთ მთავრობის მეთაურის შეცვლა.
კონსერვატორები ახლა ადგილობრივ არჩევნებს ელოდებიან, რომელიც 2 მაისს გაიმართება. ერთ-ერთი მინისტრის თქმით, წარუმატებელი შედეგების შემთხვევაში, პრემიერს გაუჭირდება თანაპარტიელებისთვის ახსნა, თუ რატომ უნდა უხელმძღვანელოს კონსერვატორებს საპარლამენტო არჩევნებში.
ივლისში სუნაკის რეიტინგი დაეცა ყველაზე დაბალ დონეზე თანამდებობის დაკავების შემდეგ.