ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ვლადიმირ პუტინს რუსეთში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებში „გამარჯვებას“ ულოცავს.
„მსურს, მივულოცო ვლადიმირ პუტინს დამაჯერებელი გამარჯვება დღეს დაწყებულ არჩევნებში. არანაირი ოპოზიცია, არანაირი თავისუფლება, არანაირი არჩევანი“, – წერს შარლ მიშელი სოციალურ ქსელში.
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი დღეს დაიწყო და სამ დღეს გაგრძელდება.
არჩევნებში მონაწილეობს ოთხი კანდიდატი: რუსეთის მოქმედი პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, დუმის კომუნისტი დეპუტატი ნიკოლაი ხარიტონოვი, ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ლეონიდ სლუცკი და დუმის ვიცე-სპიკერი პარტიიდან „ახალი ხალხი“ ვლადისლავ დავანკოვი.
თუმცა, პუტინი, სავარაუოდ, მეხუთედ გახდება რუსეთის პრეზიდენტი.
არჩევნები ჩატარდება რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტრიტორიებზეც. აშშ-ში უკვე განაცხადეს, რომ გმობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნებს და პასუხიმგებლობას აკისრებენ ამ პროცესებში ჩართულ პირებს.