უკრაინული მედიის ცნობით, 13 მარტის ღამეს რუსეთის ძალებმა „შაჰედის“ ტიპის დრონებით სუმის ოლქს შეუტიეს. ერთ-ერთი დრონი საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა. ხუთსართულიანი შენობის რამდენიმე სართული დაინგრა.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაშავებულები არ არიან.
ადგილზე მობილიზებული ოყო სასწრაფო დახმარება. საჰაერო დარტყმის შედეგები ზუსტდება.