უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კრივოი როგზე რუსეთის იერიშს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ უკრაინა საპასუხო დარტყმებს განახორციელებს.
„ამ დროისთვის კრივოი როგში რუსული სარაკეტო თავდასხმის შემდეგ სამაშველო ოპერაცია გრძელდება. დანგრეულია ცხრასართულიანი შენობის ნაწილი, სართულებს შორის ჭერი, გაჩნდა ხანძარი. ბევრი დაშავდა. ყველა საჭირო დახმარებას იღებს. იქ. სამწუხაროდ, გარდაცვლილები არიან, ვუსამძიმრებ მთელ ოჯახს და მეგობრებს
რუსეთის სახელმწიფოს საპასუხო ზიანს მივაყენებთ - სრულიად სამართლიანად. კრემლში უნდა შეიგნონ, რომ ტერორი მათთვის დაუსჯელი არ რჩება. ამ ავადმყოფებს ბოროტებისგან ვერაფერი განკურნავს, მაგრამ ისინი იგრძნობენ დანაკარგს. რუსული სახელმწიფო წააგებს და მხოლოდ ეს გახდის მას უსაფრთხოს მისი მეზობლებისთვის. არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ სხვადასხვა ერებისთვის, ჩვენი ქმედებები ახლა სიცოცხლის გადამრჩენია“, - აღნიშნა ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას.
რუსეთის ძალებმა დნიპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივოი როგის წინააღმდეგ იერიში განახორციელეს. ერთ-ერთი დარტყმისას ცეხლი გაჩნდა 9-სართულიან საცხოვრებელ სახლში, დაიღუპა ორი ადამიანი, ასევე არაიან დაშავებულები, რომლებსაც ექიმების დახმარება დასჭირდათ.