დნიპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივოი როგში აფეთქებები მოხდა, ხანძარი გაჩნდა მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში. დაიღუპა ორი ადამიანი.
ამის შესახებ ინფორმაციას დნიპროპეტროვსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერჰიი ლისაკი და კრივოი როგის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე ოლექსანდრ ვილკული ავრცელებენ.
სერჰი ლისაკის განცხადებით, მტრის თავდასხმის ქვეშ საცხოვრებელი კორპუსი მოექცა, ოლქში საჰაერო განგაში გამოცადდა.
მისი ინფორმაციით, დაიღუპა ორი ადამიანი, არიან დაშავებულებიც.
ოლექსანდრ ვილკულის ცნობით, რუსეთის ძალებმა სამი დარტყმა განახორციელეს. მათ შორის ერთი დარტყმა ცხრასართულიან სახლზე მოხდა. მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის სამუშაოები.