აშშ-ის ხელისუფლებამ გამონახა სახსრები, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას უკრაინისთვის საბრძოლო მასალისა და სამხედრო ტექნიკის მიწოდებისთვის კონგრესის თანხმობის გარეშე. ახლა თეთრი სახლი ამზადებს დაახლოებით 400 მილიონი დოლარის დახმარების ახალ პაკეტს.
ამის შესახებ Reuters-ს ორმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა განუცხადა, მათი თქმით, ოფიციალური განცხადება მოგვიანებით გაკეთდება. ამავდროულად, დანიის მთავრობამ გამოაცხადა კიევისთვის თითქმის იგივე თანხის გამოყოფის შესახებ.
წარმომადგენელთა პალატაში ზოგიერთი რესპუბლიკელის წინააღმდეგობის გამო, აშშ-ის კონგრესმა ვერ დაამტკიცა უკრაინისთვის 60 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების დახმარების პაკეტი გასული შემოდგომის დასაწყისიდან. იარაღის მიწოდება შეწყდა 2023 წლის დეკემბრის ბოლოს, ბოლო ტრანშმა 250 მილიონი დოლარი შეადგინა. საბრძოლო მასალის ნაკლებობამ, დიდი როლი ითამაშა ავდიივკაში უკრაინის არმიის უკან დახევაში. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ავდიივკა თებერვლის შუა რიცხვებში დატოვეს.
ასევე, დღეს დანიამ გამოაცხადა უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფის შესახებ, რომლის ღირებულება 337 მილიონი დოლარს შეადგენს. დანიის თავდაცვის უწყების ცნობით, მასში შედის Caesar-ის ტიპის საარტილერიო სისტემები და საბრძოლო მასალა.