სომხეთი დატოვებს „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას“, თუ ერევნის მიერ წამოჭრილი საკითხები არ მოგვარდება. როდის, ამას ვერ გეტყვით – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთმა გაყინა მონაწილეობა ორგანიზაციაში და არ მონაწილეობს შეხვედრებში, არ განიხილავს დოკუმენტებს და არ იყენებს თავის კვოტას „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“, ხელმძღვანელის მოადგილის დასანიშნად.
„ერევანი ითხოვს, მოელის და მოითხოვს, რომ პარტნიორებმა „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში“, გასცენ პასუხი ერთ კითხვაზე: რა არის ორგანიზაციის პასუხისმგებლობის სფერო სომხეთისთვის“, - განაცხადა მან.
ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთს აზერბაიჯანთან ომამდე სჯეროდა, რომ მას შეეძლო მხარდაჭერის იმედი ჰქონოდა მისი სუვერენული ტერიტორიის ხელყოფის შემთხვევაში და ეს იყო ნამდვილი წითელი ხაზი, მაგრამ ბოლო წლების მოვლენების შემდეგ იგი იმედგაცრუებული იყო არასაკმარისი რეაქციით“.
„როდესაც 2021 წლის მაისში აზერბაიჯანის შეჭრის დროს სომხეთმა დააფიქსირა წითელი ხაზის გადაკვეთა, „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ“, არ გადადგა წესდებით გათვალისწინებული ნაბიჯები, მაშინაც კი ერევანს საჯაროდ არ დაუყენებია კითხვები, ისინი განვიხილეთ სამუშაო რეჟიმში.ორგანიზაცია თუ უპასუხებს კითხვას სომხეთში პასუხისმგებლობის ზონის შესახებ და პასუხი შეესაბამება ერევნის იდეებს, მაშინ არსებული საკითხები მოგვარდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სომხეთი ორგანიზაციას დატოვებს. ვერ გეტყვით, როდის“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.