რუსეთში, ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქში დრონით დარტყმის შედეგად „ლუკოილის“ კუთვნილ ნავთობგადამამუშავებელ საწარმოს ცეცხლი გაუჩნდა. იუწყება BBC
საუბარია ქალაქ კსტომში მდებარე ქარხანაზე, რომელიც რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი საწარმოა.
ამასთან, დრონით იერიშის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა ორლოვის ოლქში მდებარე ნავთობსაცავს. ორლოვის ოლქის გუბერნატორის, ანდრეი კლიჩკოვის განცხადებით, კომპლექსზე უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმა განხორციელდა.
მისივე ინფორმაციით, ცეცხლი 100 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა. ახლომდებარე სახლებიდან ევაკუირებულია მოსახლეობა.
ზოგიერთი თვითმხილველის თქმით, მანამდე ქალაქში აფეთქების ხმა გაისმა, რაც შესაძლოა დრონის თავდასხმაზე მიუთითებდეს.