გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა კიდევ ერთხელ ცალსახად უარი თქვა უკრაინისთვის Taurus-ის რაკეტების მიწოდებაზე. ოლაფს კითხა დაუსვეს ჰ დიდ ბრიტანეთთან რაკეტების გაცვლის შესაძლებლობის შესახებ.
"მე მკაფიოდ განვაცხადე. ჩემი, როგორც კანცლერის, როგორც მთავრობის მეთაურის ამოცანაა, ვიყო ზუსტი და არ გავაჩინო რაიმე ცრუ მოლოდინები. ჩემი პასუხები საკმაოდ ნათელია", - თქვა შოლცმა კითხვაზე, განიხილავს თუ არა ბრიტანეთთან რაკეტების გაცვლას რათა უკრაინამ შორი დისტანციის იარაღა მიიღოს.
მან გაიმეორა, რომ არ სურს უკრაინელებისთვის იარაღის სისტემების გადაცემა, რაც, მისი აზრით, მოითხოვს გერმანიის ყოფნას უკრაინაში.
შოლცმა ასევე თქვა, რომ შიშობს, რომ შესაძლოა, გერმანია ომში იყოს ჩათრეული.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ქემერონმა ოფიციალურად შესთავაზა გერმანიას, გაცვალონ Taurus-ის რაკეტები ბრიტანულ Storm Shadow -ში უკრაინისთვის შორი დისტანციის იარაღის მისაწოდებლად.
ქემერონის ინიციტივას მხარი დაუჭირა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა.