მოხალისეთა ჯგუფებმა – „რუსეთის თავისუფლებამ“, „რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა“ და „ციმბირის ლეგიონმა“ კურსკისა და ბელგოროდის ოლქებში რუსეთის საზღვარი გაარღვიეს. აღნიშნული ინფორმაცია ტელეგრამ-არხებში ვრცელდება.
BBC-ის ინფორმაციით, ასევე ვრცელდება ცნობები კურსკისა და ბელგოროდის ოლქებში საზღვრის მიმდებარედ შეტაკებების შესახებ.
ამავდროულად, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: აღნიშნული ფორმირებები "მოქმედებენ როგორც დამოუკიდებელი დანაყოფები, რადგან ისინი შედგებიან რუსეთის მოქალაქეებისგან, სავრუდოდ, მიმდინარეობს ამ ქვედანაყოფების ერთობლივი ოპერაცია მიმდინარეობს", - განუცხადა მან მედიას.