საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გადადო კიევში დიდი ხნის დაგეგმილი ვიზიტი მოკავშირეებთან დაძაბულობის გამო. ეს დაძაბულობა მას შემდეგ გაღრმავდა, რაც მაკრონმა განაცხადა, რომ არ გამორიცხავს დასავლური ჯარების უკრაინაში გაგზავნას.
გასულ კვირას მაკრონის გამონათქვამებმა, მათ შორის, რომ ევროპა არ უნდა იყოს „მშიშარა“ უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის წინაშე, აშკარად აღაშფოთა საფრანგეთის ნატო-ს მოკავშირეების უმეტესობა, რომლებმაც სასწარფოდ გააკეთეს განცხადებები, რომ არ აპირებენ ჯარების გაგზავნას უკრაინაში.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დღეს განაცხადა, რომ ასეთ საკითხებზე მოკავშირეებთან კონსულტაციები უნდა შედგეს.
მაკრონის ვიზიტი თებერვალში იყო დაგეგმილი, მაგრამ შემდეგ მარტის შუა რიცხვებისთვის გადაიდო. კვირას საფრანგეთის პრეზიდენტის სასახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ვიზიტი "მომდევნო რამდენიმე კვირაში" გაიმართება.
Politico-ს თანახმად, რომელიც ანონიმ ფრანგ დიპლომატზე დაყრდნობით იუწყება, კიევში ჩასვლის ნაცვლად, მაკრონს ახლა სურს დრო დაუთმოს მოკავშირეებთან მოლაპარაკებებს, რათაუკრაინას ხელშესახები შედეგებით ჩავიდეს.