რუსეთის ფედერაციაში, მახაჩყალაში, სპეცოპერაციის შედეგად, სამართალდამცავებმა საახალწლოდ დაგეგმილი ორი ტერაქტის აღკვეთა შეძლეს, რომლის დროსაც შეიარაღებული ფორმირების ერთი წევრი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერფაქსი" რუსეთის ფედერაციის ანტიტერორისტულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
"ერთ-ერთი სახლის გაჩხრეკის დროს, სადაც ტერორისტები თავს აფარებდნენ, აღმოჩნდა ორი ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც 4 და 1,5 კგ, ტროტილისგან იყო დამზადებული", - აცხადებენ ანტიტერორისტულ ცენტრში, რომელთა მტკიცებით, ტერაქტები მახაჩყალაში ახალი წლის დღესასწაულზე იყო დაგეგმილი.
მათი ინფორმაციით, სპეცოპერაციის დროს სახლთან ახლოს ერთ-ერთი ტერორისტის ბლოკირება და განადგურება მოხდა.