2010 წელს მსოფლიოში 105 ჟურნალისტი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისოსო არასამთავრობო ორგანიზაცია Press emblem campaign: ავრცელებს.
ორგანიზაციის კვლევის თანახმად 2010 წელის გასული, 2009 წლის მსგავსად ჟურნალისტებისთვის მძიმე აღმოჩნდა, რადგან წინა წელს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს 122 ჟურნალისტი დაიღუპა, ხოლო 2008 წელს - 91 ჟურნალისტი მოკლეს.
"საერთაშორისო საზოგადოებამ ჯერ კიდევ ვერ მონახა გზები, რომ ჟურნალისტების მკვლელობას წერტილი დაესვას", - აღნიშნა Press emblem campaign: -ს გენერალურმა მდივანმა ბლეზ ლემპენმა.
ჟურნალისტებისთვის 2010 წელს ყველაზე საშიში ქვეყნებად მექსიკა და პაკისტანი დასახელდა, სადაც 14 ჟურნალისტი მოკლეს, მესამე ადგილს ჰონდურასი იკავებს, სადაც მიმდინარე წელს 9 ჟურნალისტია მოკლული, მეოთხე ადგილზე ერაყია 7 მოკლული ჟურნალისტით.
აღსანიშნავია, რომ რუსეთი ბოლო წლების განმავლობაში ჟურნალისტებისთვის ერთ-ერთ სახიფათო ქვეყნების რიცხვში შედის და მიმდინარე წელს მეხუთე ადგილი დაიკავა, სადაც 2010 წელს 5 ჟურნალისტი მოკლეს.
ბოლო ხუთი წლის მონაცემებით კი მსოფლიოში სულ 529 ჟურნალისტია მოკლული.