ავსტრიის ქალაქ ლინცის გრან პრი საქართველომ 2 მედლით დაასრულა. ორივე მედალი ქართველმა ძიუდოისტებმა ბოლო საშეჯიბრო დღეს მოიპოვეს - გიორგი ჯაბნიაშვილი და გურამ თუშიშვილი ბრინჯაოს დაეუფლნენ.
20 წლის გიორგი ჯაბნიაშვილმა (90 კგ) მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში უნგრელ ძიუდოისტს, კრისტიან ტოტს მოუგო, მძიმეწონოსანმა გურამ თუშიშვილმა კი ფინალურ ბლოკში ისრაელის წარმომადგენელ შმაშილინს სძლია.
დღეს გრანპრიზე გამომსვლელი სამი ქართველი – სოსო ებილაშვილი, მიხეილ ჯაფარიძე (ორივე 100 კგ) და უჩა ტაბატაძე (+100კგ) შეჯიბრებას ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ.