ნატო-ს ზოგიერთი ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები უკვე იმყოფებიან უკრაინის ტერიტორიაზე. ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, ალიანსში პოლონეთის 25-წლიანი წევრობის თემაზე გამართულ შეხვედრაზე. თუმცა, დიპლომატმა უარი თქვა კონკრეტული ქვეყნებისა და მათი რაოდენობის დასახელებაზე.
”სხვა პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, მე არ ჩამოვთვლი ამ ქვეყნებს,” - თქვა სიკორსკიმ.
პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ინიციატივას უკრაინაში დასავლეთის ჯარების შესაძლოა გაგზავნის შესახებ, რადგან ეს არის ნაბიჯი, რომელიც ჩაშლის რუსეთის დაგეგმილ სცენარს.
მისი თქმით, უკრაინაზე თავდასხმით რუსეთმა აჩვენა, რომ ცივილურად არ შეუძლია მიიღოს დასავლური ღირებულებები და არ შეუძლია მშვიდობიანად თანაცხოვრება მეზობლებთან. ამიტომ, სიკორსკის თქმით, ნატო უნდა დაუბრუნდეს თავდაპირველ როლს.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გასულ კვირას თქვა, რომ უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნის შესაძლებლობა "გამორიცხული არ არის". შემდგომში მან დაამატა, რომ მისი რეზონანსული სიტყვები საგულდაგულოდ იყო გააზრებული და აწონილ-დაწონილი.