უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება გამოეხმაურა რომის პაპ ფრანცისკეს და განაცხადა, რომ უკრაინა ყვითელი და ლურჯი დროშის გარდასხვა დროშას არ აღმართავს.
"ჩვენი დროშა ყვითელი და ლურჯია. ამით ვცხოვრობთ, ვკვდებით და ვიმარჯვებთ. ჩვენ სხვა დროშას არ აღვმართავთ," - წერს კულება სოციალრ ქსელ Х-ში .
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ძლიერი არის ის, ვინც სიკეთის მხარესააბოროტებასთან ბრძოლაში, და არ ცდილობს ორი მხარე გაათანაბროს და მას „მოლაპარაკება“ უწოდოს.
"რაც შეეხება თეთრ დროშას, ჩვენ ვიცით ვატიკანის ეს სტრატეგია მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის ისტორიიდან. მოგიწოდებთ, არ გაიმეოროთ ისტორიული შეცდომები და თანმიმდევრულად დაუჭიროთ მხარი უკრაინას და მის ხალხს საკუთარი სიცოცხლისთვის სამართლიან ბრძოლაში", - განაცხადა კულებამ.
ამასთან, კულება მადლობას უხდის რომის პაპს მშვიდობისთვის ლოცვების გამო. ის ასევე იმედს გამოთქვამს, რომ პაპი ფრანცისკე იპოვის დროს და ესტუმრება უკრაინას იქ მცხოვრები კათოლიკების გასამხნევებლად.
შეგახსენებთ, შვეიცარიის რადიოსა და ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში რომის პაპმა უკრაინას მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ უკრაინას უნდა ჰქონდეს „თეთრი დროშის აღმართვის გამბედაობა“.
მას შემდეგ, რაც პაპის სიტყვებმა დიდი რეზონანსი გამოიწვია, ვატიკანმა განმარტა, რომ პაპმა ფრანცისკემ უკრაინას მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტა. „მოლაპარაკება არასდროს არის კაპიტულაცია“,- განაცხადეს ვატიკანში.