ვატიკანმა განმარტა რომის პაპ ფრანცისკეს სიტყვები, რომელიც მან შვეიცარიის რადიოსა და ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა. ვატიკანის განმარტებით, პაპი უკრაინას მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდებს და არა კაპიტულაციისკენ.
ვატიკანის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მატეო ბრუნიმ რომის პაპ ფრანცისკეს ინტერვიუზე ისაუბრა, რომელშიც პაპმა უკრაინას თეთრი დროშის აღმართვის გამბედაობა ურჩია.
„პაპი იყენებს ტერმინს „თეთრს დროშას“, რომელიც ჟურნალსიტმა შესთავაზა, როგორც საომარი მოქმედებების შეწყვეტის, მოლაპარაკებების გამბედაობით მიღწეული ზავის აღსანიშნავად. ნებისმიერ სამხედრო სიტუაციაში პაპმა ნათლად განაცხადა: „მოლაპარაკება არასდროს არის კაპიტულაცია“, - თქვა ბრუნიმ.
ინტერვიუში ჟურნალისტმა ლორენცო ბუკელამ შეკითხვა დაუსვა რომის პაპს, რას ფიქრობს ერთი ნაწილის პოზიციის შესახებ, რომ უკრაინამ უნდა დათმოს და მეორე ნაწილის მოსაზრებაზე, რომ ასეთი დათმობები აგრესიული მხარის ქმედებების ლეგიტიმაციას მოახდენს. ჟურნალისტმა კითხვაში ტერმინი „თეთრი დროშა“ გამოიყენა.
”ეს არის ერთ-ერთი ინტერპრეტაციაა, ეს მართალია. ვფიქრობ, ყველაზე ძლიერი ის არის, ვინც აკვირდება სიტუაციას, ფიქრობს ხალხზე, აქვს თეთრი დროშის აღმართვის გამბედაობა და აწარმოებს მოლაპარაკებებს”, - თქვა პაპმა ფრანცისკემ და დასძინა, რომ მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს სხვა ქვეყნების შუამავლობით.