კენსინგტონის სასახლემ უელსის პრინცესას, ქეით მიდლტონის პირველი ოფიციალური ფოტო გამოაქვეყნა მას შემდეგ, რაც მან იანვარში ოპერაცია გაიკეთა. იუწყება BBC
ფოტოზე, რომელიც, როგორც ამბობენ, პრინცმა უილიამმა ამ კვირის დასაწყისში გადაიღო, ქეითი, რომელიც შვილებთან - ათი წლის ჯორჯთან, რვა წლის შარლოტასა და ხუთი წლის ლუისთან ერთად არის.
"მადლობა თქვენი კეთილი სურვილებისთვის და ორი თვის განმავლობაში მხარდაჭერისთვის. ყველაზე ბედნიერ დედის დღეს გისურვებთ". – წერია ქეით მიდლტონისა და უილიამის ერთობლივ Instagram გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.
მოსალოდნელია, რომ ქეითი აღდგომამდე საჯარო მოვალეობების შესრულებას არ დაუბრუნდება.
17 იანვარს კენსინგტონის სასახლემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 42 წლის ქეით მიდლტონმა ლონდონის კლინიკაში დაგეგმილი ოპერაცია გაიკეთა, რომელიც წარმატებით დასრულდა. ოფიციალურად არ გავრცელებულა ინფორმაცია, თუ რა ტიპის ქირურგიული ჩარევა დაჭირდა უელსის პრინცესას.