პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ რომის პაპ ფრანცისკეს მიმართა მისი განცხადების შემდეგ, რომელშიც მან უკრაინას, თეთრი დროშის აღმართვის გამბედაობისკენ და მოლაპარაკების განახლებისკენ მოუწოდა.
სიკორსკის მიაჩნია, რომ ახლა პაპმა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინის უნდა მოუწოდოს უკრაინიდან ჯარების გაყვანისკენ.
„რას ფიქრობთ, რომ ბალანსისთვის, ახლა პუტინს მოუწოდოთ, გამოიჩინოს გამბედაობა დაგაიყვანოს თავისი ჯარი უკრაინიდან?“ - თქვა სიკორსკიმ.
სიკორსკის თქმით, პუტინმა რომ თავის ჯარები უკრაინიდან გაიყვანოს, მაშინვე მშვიდობა დადგება მოლაპარაკებების საჭიროების გარეშე.
შეგახსნებთ, შვეიცარიის რადიოსა და ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში რომის პაპმა უკრაინას მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ უკრაინას უნდა ჰქონდეს „თეთრი დროშის აღმართვის გამბედაობა“.
მას შემდეგ, რაც პაპის სიტყვებმა დიდი რეზონანსი გამოიწვია, ვატიკანმა განმარტა, რომ პაპმა ფრანცისკემ უკრაინას მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტა. „მოლაპარაკება არასდროს არის კაპიტულაცია“,- განაცხადეს ვატიკანში.