თურქეთის სუპერლიგაში შოთა არველაძის „კარაგუმრუკი“ სტუმრად „ტრაბზონსფორს“ შეხვდა და 1:5 დამარცხდა, მატჩის შემდეგ ქართველმა მწვრთნელმა თანამდებობა დატოვა.
„კარაგუმრუკი“ ძალიან მიყვარს, სწორედ ამიტომ მივდივარ. რთული პერიოდია, დარჩა 9 მატჩი. სწორედ ამიტომ კლუბში სხვა ატმოსფეროა საჭირო. ბოდიში", - განაცხადა ქართველმა სპეციალისტმა, რომელმაც ახლახან ბათუმში ლეგენდების მატჩში მიიღო მონაწილეობა.
კარაგიუმრუკი 29 ქულით მე-16 პოზიციაზეა.
51 წლის შოთა არველაძემ „კარაგუმრუკი“ დეკემბერში ჩაიბარა. მაშინ გუნდი მე-11 ადგილზე იმყოფებოდა, ახლა კი კიდევ უფრო გაიუარესა მდგომარეობა. შოთა 2022 წლის სექტემბრის მერე უმუშევარი იყო, მას მერე, რაც ინგლისური ჰალ სიტი დატოვა.