საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სტეფან სეჟურნე შეხვდა ბალტიელ და უკრაინელ კოლეგებს, რათა მხარი დაუჭიროს იდეას, რომ უცხოელ ჯარისკაცებს შეეძლოთ დაეხმარონ კიევს ისეთ სფეროებში, როგორიცაა განაღმვითი სამუშაოები. იუწყება Politico.
"უკრაინა არ გვთხოვს ჯარების გაგზავნას. ახლა უკრაინა გვთხოვს საბრძოლო მასალას. უახლოეს თვეებში კი ჩვენ არაფერს გამოვრიცხავთ“, - განაცხადა სეჟურნემ.
მინისტრმა არაერთხელ ახსენა განაღმვითი ოპერაციები, როგორც შესაძლებლობა და თქვა, რომ ეს „შეიძლება ნიშნავდეს გარკვეული პერსონალის ყოლას (მაგრამ) არა საბრძოლველად“.
მისი თქმით, რუსეთმა არ უნდა უკარნახოს, როგორ უნდა დაეხმარონ დასავლელი მოკავშირეებმა უკრაინას უახლოეს თვეებში ან წლებში.
"რუსეთმა არ უნდა გაუკეთოს ორგანიზება ჩვენს ქმედებებს, ან დაგვიწესოს წითელი ხაზები. ეს ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ ჩვენ შორის", - თქვა სეჟურნემ.