საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კიდევ ერთხელ გააკეთა კომენტარი თავის განცხადებაზე, რომ „უკრაინაში დასავლეთის ქვეყნების ჯარების შესაძლო გაგზავნა გამორიცხული არ არის “.
ჟურნალისტის შეკითხვას, რომ ის არ გამორიცხავს დასავლეთის ჯარების შეყვანას უკრაინაში, მაკრონმა უპასუხა, რომ „რაღაცის გამორიცხვა არ ნიშნავს ამის გაკეთებას“, - განაცხადა მაკრონმა უკრაინაში ჯარების შესაძლო გაგზავნაზე.
დღეს მშვიდობის მიღწევის ერთადერთი გზა არის თავდამსხმელის შეჩერება. ის, ვინც თავს დაესხა, უნდა დათანხმდეს იარაღის დაყრას," - განაცხადა მაკრონმა.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თებერვლის ბოლოს განაცხადა, რომ პარიზში უკრაინის საკითხზე გამართულ კონფერენციაზე განიხილეს დასავლეთის ქვეყნების სახმელეთო ძალების უკრაინაში გაგზავნის შესაძლებლობა, მაგრამ კონფერეციის მონაწილეებმა ამ საკითხზე კონსენსუსს ვერ მიაღწიეს.