საფრანგეთის კომუნისტური პარტიის ლიდერმა ფაბიენ რუსელმა განაცხადა, რომ პარტიების ლიდერებთან შეხვედრისას პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განიხილა სცენარი, რომლის მიხედვითაც ჯარები შესაძლოა, უკრაინაში გაიგზავნოს. ამის შესახებ გამოცემა L'Indépendant წერს.
საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, უკრაინაში ჯარები, შესაძლო,ა იმ შემთხვევაში გაგზავნოს, თუ ოდესისა და კიევის მიმართულებით რუსების მხრიდანფრონტის გარღვევა მოხდება.
გამოცემას კომენტარები სხვა პარტიის წარმომადგენლებმაც მისცეს.
”არ არსებობს საზღვრები ან წითელი ხაზები”, - თქვა ჯორდან ბარდელამ „ნაციონალური გაერთიანებიდან.
. "შეშფოთებული ჩამოვედი და კიდევ უფრო შეშფოთებული წამოვედი", - განმარტა „დაუმორჩილებელი საფრანგეთის“ წარმომადგენელმა მანუელ ბომპარმა.
საფრანგეთის ხელისუფლება განიხილავს შესაძლებლობას სპეცრაზმსა და სამხედრო ნაწილებს უკრაინის საზღვრის გადაკვეთის ნება დართოს, იტყობინება გაზეთი Le Monde. გაზეთის წყაროების ცნობით, პარიზმა შესთავაზა მათ უკრაინის საზღვრის გადაკვეთის შესაძლებლობა, რათა რუსეთისთვის „სტრატეგიული დილემა“ შეექმნა.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თებერვლის ბოლოს განაცხადა, რომ პარიზში უკრაინის საკითხზე გამართულ კონფერენციაზე განიხილეს დასავლეთის ქვეყნების სახმელეთო ძალების უკრაინაში გაგზავნის შესაძლებლობა, მაგრამ კონფერეციის მონაწილეებმა ამ საკითხზე კონსენსუსს ვერ მიაღწიეს.