საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "თი-ბი-სი ბანკის" პრეზიდენტს მამუკა ხაზარაძე ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა დრეს, ქუთაისში ბანკის რეგიონალური ფილიალის მშენებლობის მონახულებისას აღნიშნა, მსგავსი ორდენი იშვითად გაიცემა, თუმცა ხაზარაძემ ეს დაიმსახურა.
"ახლა ბათუმიდან მოვდივარ და ორდენი თან არ მაქვს. მაგრამ მინდა ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით მამუკა ხაზარაძე საკუთარ დაბადების დღეს დავაჯილდოვო", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ "თი-ბი-სი" ბანკის პრეზიდენტს მამუკა ხაზარაძეს დღეს 44 წელი შეუსრულდა.