გიორგი გახარიას დროს პრობლემა იყო, რომ ზურაბ ადეიშვილის ექსტრადირება არ ხდებოდა, მაგრამ ბუნდესტაგში ასეთი ზარზეიმით ვერ შედიოდა, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, არაერთ დანაშაულში ბრალდებული ადეიშვილი უმაღლესი დონის შეხვედრებში რომ მონაწილეობს, „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობაა და განმარტებები უნდა გაკეთდეს.
„ის, რომ არაერთ დანაშაულში ბრალდებული ადეიშვილი უმაღლესი დონის შეხვედრებში იღებს მონაწილეობას, ეს სრულიად „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობის საკითხია. როგორც მინიმუმ, განმარტება უნდა გაკეთონ, ეს ადამიანი ასე თავისუფლად რატომ მონაწილეობს უმაღლესი დონის შეხვედრებში. სად არის „ოცნების“ პასუხისმგებლობა? რას აკეთებენ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი არ ხდებოდეს? უამრავი მექანიზმია. ვინ არ ითხოვდა ადეიშვილის ექსტრადირებას? გიორგი გახარიას დროს ადეიშვილს ბუნდესტაგში იღებდნენ? ეს ყველაფერი ახლა ხდება და რა შუაშია გახარია ხელისუფლების ნაწილი ვიყავით და ამას არავინ უარყოფს. მაშინაც პრობლემა იყო, რომ ექსტრადირება არ ხდებოდა, მაგრამ ადეიშვილი ბუნდესტაგში ასეთი ზარზეიმით ვერ შედიოდა. რას აკეთებდა გახარია? – იმას აკეთებდა, რაც უნდა გაეკეთებინა. თავის დროზე გახარია და ზელენსკი ერთმანეთს რაზე შეხვდნენ, დეტალურად მოგიყვეთ? ეს როგორ უნდა მოგიყვეთ? – ეს შეხვედრა ბევრ თემას ეხებოდა“, – განაცხადა დაუშვილმა.