რატომ ძვირდება საქართველოში პური, როდესაც ჩვენს სამეზობლოში, ყველაზე დაბალია პურის ფასი? - ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რეგიონალური მიმართულების მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.
გიორგი ბოტკოველის განცხადებით, პროდუქტებზე გაძვირება განაპირობა მონოპოლიამ და მაფიოზურმა დამოკიდებულებამ, რომელიც მმართველმა პარტიამ ჩამოაყალიბა.
„ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლების მხრიდან, ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას და არამხოლოდ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებას, ვისმენთ განცხადებებს, სადაც პირდაპირ დასცინიან ქვეყნის მოსახლეობას და საუბრობენ იმაზე, რომ თითქოს ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის, ქვეყანაში ვითარდება ეკონომიკა, ხალხი უკეთესად ცხოვრობს, მცირდება სიღარიბე, თუმცა რეალობა სულ სხვაა!
ჩვენ ვხედავთ ყოველდღიურად მაღაზიებში გაძვირებულ ფასებს, რასაც ვერ უმკლავდება ქვეყნის მოსახლეობა. პასუხი ხელისუფლების მხრიდან არის ერთი - არა ეს ყველაფერი არის ტყუილი, ამაზე საუბრობს მხოლოდ ოპოზიცია და რეალობა სულ სხვაა. თუმცა, თითოეული ქვეყნის მოქალაქე, როდესაც შედის სურსათის მაღაზიაში, ყოველდღიურად ხვდება გაძვირებული ფასები სურსათზე და ამ ყველაფრის მთავარი შემქმნელი არის ის დამოკიდებულება და ის მმართველობა, რომელიც ჩამოაყალიბა ივანიშვილმა მთელი ამ წლების განმავლობაში.
რამოდენიმე დღის წინ, ჩვენ მოვისმინეთ და ვნახეთ, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი თანამდებობის პირის, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის შეხვედრა ოკუპანტი ქვეყნის კარის ბიზნესმენთან, სადაც საუბარი იყო ფქვილზე და ქვეყანაში პურის ფასზე. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, მხოლოდ და მხოლოდ მიმდინარეობს მიზანმიმართული საქმიანობა საკუთარი თავების გამდიდრებისთვის და არა რეალურად ზრუნვა ქვეყნის მოსახლეობისთვის და მათი პირობების გაუმჯობესებისთვის.
დღეს საქართველოში პურის ფასი არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ჩვენს სამეზობლოში, უახლოვეს სამეზობლოში, რაც რეალურად განაპირობა იმ მონოპოლიამ და მაფიოზურმა დამოკიდებულებამ, რომელიც ჩამოაყალიბა ივანიშვილის პარტიამ.
ქართული წარმოებული ხორბალი უკიდურეს ნიშნულზეა დაცემული, რის რეალიზაციასაც ვერ ახერხებს ქართველი ფერმერი, თუმცა პურის ფასი სულ უფრო და უფრო იზრდება.
მე მაქვს კონკრეტული კითხვა საქართველოს პრემიერ მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან, მდინარაძესთან, ვოლსკისთან და ყველა ხელისუფლების წარმომადგენელთან - რატომ ძვირდება საქართველოში პური, როდესაც ჩვენს სამეზობლოში, ყველაზე დაბალია პურის ფასი? ეს არის რეალურად ის ფონი, რომელიც შექმნა ხელისუფლებამ, რათა ეს ქვეყანა, ერთხელ და სამუდამოდ დაიცალოს იმ მოსახლეობისგან, რომელმაც რეალურად ამ ქვეყანაში უნდა შექმნას დოვლათი.
ამიტომ, ველოდებით პასუხს კითხვაზე, თუმცა ამ კითხვას, რა თქმა უნდა, არ ექნება პასუხი. კითხვის პასუხი და მთავარი გამოსავალი არის სწორედ ერთ რამეში - ჩვენ ყველამ, 2024 წლის 26 ოქტომბერს უნდა დავამთავროთ და დავასრულოთ ივანიშვილის მაფიოზური ხელისუფლების მმართველობა, რომელიც რეალურად ყოველდღიურად ზრდის ქვეყანაში ფასებს პროდუქტებზე, უბიძგებს მოსახლეობას, რომ წავიდნენ ემიგრაციაში და ზრდის ფასებს, რომელი ფასებიც ყოველდღიურად პრობლემას უქმნის და უქმნის მოსახლეობას!“-განაცხადა გიორგი ბოტკოველმა