საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი 7 მარტს საფრანგეთის საპარლამენტო პარტიების ლიდერებს შეხვდა. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს უკრაინისთვის დახმარების მიწოდების საკითხზე. იუწყება Le Figaro.
მაკრონმა კომუნისტური და ულტრამემარჯვენე პარტიების ლიდერებს განუცხადა, რომ არ იქნება შეზღუდვები და წითელი ხაზები საფრანგეთის მხრიდან უკრაინის დახმარებასთან დაკაშირებით. „უკრაინის მხარდაჭერისას წითელი ხაზები არ არსებობს“, - განაცხადა მაკრონმა.
„მწვანეების“ ლიდერის მარინ ტონდელეს განცხადებით, შეზღუდვები რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს „შედარებით უპირატესობას“ მოაპოვებინებს.
„პრეზიდენტმა ძალიან სერიოზულად ისაუბრა დამატებითი რესურსების სწრაფი მობილიზების აუცილებლობაზე უკრაინაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად“, - განუცხადა Le Figaro-ს შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ, პოლიტიკოსმა ბერტრან პანშემ.
შეხვედრის რამდენიმე მონაწილემ ანონიმურობის დაცვის პირობით, Le Figaro-ს განუცხადა, რომ მაკრონმა შეხვედრაზე განმარტა, რამდენად სახიფათოა ფრონტის ხაზიდან უკრაინელების გაყვანის რისკი.
”მან არსებითად აგვიხსნა, რომ როგორც კი ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, მაგრამ ვიწყებთ იმის ლაპარაკს, რომ თავს ვიზღუდავთ, ვლადიმირ პუტინს დიდი ალბათობით, ეს წარმატებები მოუტანს”, - განმარტა ერთ-ერთმა წყარომ.