გაგრაში დელფინარიუმი აშენდება.
ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აფხაზეთის ე.წ. მინისტრთა კაბინეტმა ერთობლივ შ.პ.ს. "ნაციონალნი დელფინარიი"-სათვის 30 ჰა მიწის ფართობის გამოყოფის გადაწყვეტილება უკვე მიიღო.
აფხაზური მედია ასევე იუწყება, რომ ობიექტის მშენებლობა ორი წლის განმავლობაში უნდა დასრულდეს.