სამოქალაქო აქტივისტი, ნატა ფერაძე ამბობს, რომ სოფელ დიღომში, სადაც ორ აქტივისტთან ერთად იყო, 10-მდე პირი თავს დაესხა. როგორც ფერაძემ „რადიო თავისუფლებას“ განუცხადა, ადგილზე სათბურის დასაქირავებლად ჩავიდა, რა დროსაც აგრესიულად განწყობილმა პირმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
"გვინდიდა, სათბური გვექირავებინა სეზონურად. ვკითხულობდით ფასებს. დიდი ვარაუდით, გააფრთხილეს... ამ თავდამსხმელმა იცოდა უკვე, ოღონდ ამას აერია, რომ სახლის ყიდვა გვინდოდა. სოფელი დიღმის ცენტრში, საცხობში ავედით და გამოსულებს დაგვხვდა ერთი პირი, რომელიც ყვიროდა, რომ სოფელ დიღოში ჩემნაირი ეშმაკი ვერაფერს ვერ იყიდის ვერასოდეს.
ჩემთან ერთად იყო ორი ბიჭი, რომლებსაც აგინებდნენ სახელობითად, უნდოდათ აეგდოთ ჩხუბზე. კიდევ კარგი, ეს ბიჭები აქტივისტები არიან და არ აყვნენ ჩხუბს. მანქანაში რომ ვსხდებოდით, დაგვეხვია 10-მდე გამხეცებული ბიჭი", - თქვა ფერაძემ.
ნატა ფერაძის განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით პოლიციის განყოფილებას მიმართეს და განაცხადი დატოვეს.